“შვედური ლიბერალური ორგანიზაციის, V-Dem Institute-ის კვლევის ეს მაჩვენებელიც ადასტურებს, თუ რა მარგინალურ სივრცეში არიან “ნაცმოძრაობასთან” დაკავშირებული ეს ე.წ. “ენჯეოები”, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე სამოქალაქო საზოგადოების ინდექსით საქართველოს არასამთავრობო სექტორის სარეიტინგო პოზიციის მნიშვნელოვან გაუარესებას.

“მათმა უცხოელმა სპონსორებმა უნდა გაითვალისწინონ, თუ რა ტიპის უხეირო აუტსაიდერებზე დებენ ფსონს.
საქართველოს აყირავება ამ უსამშობლოებს რომ არასდროს გამოუვათ, დიდი ხანია, ვიცით.
სამოქალაქო საზოგადოების ინდექსით საქართველოს არასამთავრობო სექტორის სარეიტინგო პოზიცია 50 ადგილით გაუარესდა და მსოფლიოში 27-ე ადგილიდან 77-ე ადგილზე დაქვეითდა”, – წერს გია აბაშიძე “ფეისბუკის” გვერდზე.