„ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ოპოზიციას არგუმენტები არ აქვს და იძახის, რომ [კანონპროექტი] „რუსულია,“ მაგრამ დღესაც არ აქვს პასუხი, რა არის მასში რუსული“, – განაცხადა „ხალხის ძალის” გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგვიძლია, კიდევ რამდენიმე დღე დაველოდოთ და, იქნებ, გვითხრან, რა არის „რუსული“. იქნებ, მართლაც არის რაღაც საეჭვო და ჩვენც დავფიქრდეთ. მაგრამ იქ არაფერია საეჭვო. ერთადერთი რამ არის, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, უცხოეთიდან შემოსული ფული რაში, რამდენი და ვისგან მოწოდებული იხარჯება. თუკი ევროპაში უკვე დაინიცირებულია ეს კანონპროექტი და მას იღებენ საფრანგეთში, თუ იქ არის ამერიკულ-ბრიტანული, მაშინ რატომ არის იგი რუსული საქართველოში?!“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.