„ქართულ სახელმწიფოში მოქმედი მესამე ძალა, არასამთავრობო სექტორის სახით, არის ყველაზე პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედი სუბიექტი, რომელიც ატარებს დაკვეთილ პოლიტიკურ შინაარსს. ამ ყოველივეს დასტური და შედეგია ის, რომ სამოქალაქო საზოგადოების ინდექსით საქართველოს არასამთავრობო სექტორის სარეიტინგო პოზიცია მკვეთრად გაუარესდა“, – წერს “ფეისბუკის” გვერდზე „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

„საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციათა განვითარება მოხდა სპონტანურად, არასტრუქტურირებულად და ირაციონალურად. ამ ყველაფერმა გამოიწვია არასამთავრობო სექტორში ფინანსური მონოპოლიზაცია, რაც, ცხადია, აისახა ისეთ საკითხებში, როგორიცაა: არასამთავრობოების როგორც ცალკე მდგომი სექტორის „მახინჯი” როლი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ სტაბილურობაში, დამოუკიდებლობასა და ქვეყნის ეფექტიან ფუნქციონირებაში.

ქართულ სახელმწიფოში მოქმედი მესამე ძალა, არასამთავრობო სექტორის სახით, არის ყველაზე პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედი სუბიექტი, რომელიც ატარებს დაკვეთილ პოლიტიკურ შინაარსს, იღებს რა დიდი ოდენობით ფულს, გვერდს უვლის ხარჯვით ნაწილში გრანტში გაწერილ მიზნობრიობას და ფულს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

ამ ყოველივეს დასტური და შედეგია ის, რომ სამოქალაქო საზოგადოების ინდექსით საქართველოს არასამთავრობო სექტორის სარეიტინგო პოზიცია მკვეთრად გაუარესდა და მან მსოფლიოში 27-ე ადგილიდან 77-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ამ ცვლილებით, მესამე ძალის როგორც საჭირო მექანიზმის შესახებ რწმენა-წარმოდგენები დღეს ყველაზე ბუნდოვანი გახდა და არასამთავრობო სექტორის რეანიმირების შესაძლებლობა, ამ ფონზე, უკვე ძნელად წარმოსადგენია”, – წერს მეგრელიშვილი.