„როგორც „ნაცმოძრაობამ“ შექმნა კოლექტიური “ნაცმოძრაობა“ და მთლიანად გადაყლაპა ოპოზიცია, ისე წამლავს და სპობს რეალურ სამოქალაქო საზოგადოებას დეგენერაციის გზაზე მყოფი, პრივილეგირებული არასამთავრობო სექტორი“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

„საერთაშორისო ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნებამ“ (V-DEM) კვლევა გამოაქვეყნა. ქართული არასამთავრობო სექტორი, 2023 წლის 27-ე ადგილიდან, 2024 წელს 77-ზე დაქვეითდა. ფაქტობრივად, უპრეცედენტო მასშტაბის ანტირეკორდი დაამყარა ჩვენმა NGO-სექტორმა. მოკლედ, ამ უსამშობლოებს დარვინის ენით უნდა ელაპარაკო. ყველა ორგანიზმი, ინდივიდი, პოპულაცია, საზოგადოება, ინსტიტუცია განიცდის ბიოლოგიურ პროცესს, რომელიც პროგრესით (არომორფოზი), შეგუება-ფორმირებით (იდიოადაპტაცია) და რეგრესით (დეგენერაცია) გამოიხატება. სექტორი, რომელსაც ინდივიდუალური რეპუტაცია, ორგანიზაციული ავტორიტეტი არ გააჩნია და, მით უმეტეს, საერთაშორისოდ გაღიარებენ როგორც დეგენერაციის კლასიკურ მაგალითს, რატომ გვეტმასნება როგორც სამოქალაქო საზოგადოება?! მთელი მოღვაწეობა რომ რეგრესის გზით მიდიხარ და მაინც უტიფრად პოზიციონირებ როგორც სიმართლის მდგენელი და აზრის გენია, სინამდვილეში კი, საკუთარი ქვეყნის საზოგადოებაზე სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების გავლენას “ჩალიჩობ”, ამიტომაც უნდა იყოს დაცული ხალხი თქვენისთანა პარაზიტებისგან!“ – წერს ქადაგიძე.