“ფულის აღების ფასად, საქართველოს მორჩილებაში მოსაყვანად და დასაბრიყვებლად გარედან დავალებული, უკვე ნაკეთები და მომავალში საკეთებელი უბნელესი საქმეებისაგან თავის დასახსნელად მიმართული მორიგი უბინძურესი ღონისძიება!” – ასე ეხმაურება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების განცხადებას – “არ მიიღოთ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიევროპული და პრორუსული კანონი!”

„ნახეთ, ამ არამზადებმა მიზნად ამოირჩიეს შშმ პირები!
თითქოსდა, “გამჭვირვალობის შესახებ კანონი” შშმ პირებს ეხებოდეს და რაიმეთი ზღუდავდეს მათ!

სინამდვილეში, გვარამიას, გიგაურს, ხიდაშელს, გუბაზას, კინტოთა შთამომავალ ელისაშვილს, ჭიჭიკო ვაშაძეს… და, მათ მსგავსად, საქართველოს დამოუკიდებლობის მოძულე სხვა ორფეხა სუბიექტებს სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ შშმ ადამიანები და მშვენივრად იციან, რომ ეს ასე არაა და ეს კანონი ახლოსაც არ ეკარება შშმ პირებს და არანაირად არ აზიანებს მათ!

მაგრამ, ამ შემთხვევაში, საქართველოს მოღალატე-გამყიდველებს (ანუ ზემოთ ჩამოთვლილ ტიპური მეხუთე კოლონის წარმომადგენლებს) მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ჯიბეები და საკუთარი შავი საქმეების გამომზეურება აწუხებთ!

შეხედეს რა ამ დახვეწილმა ავაზაკებმა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილიც კი არ წამოეგო მათ მორიგ ავანტიურას და, საერთოდ, მათ ნალაყბევს ფეხებზე იკიდებს (ამის დასტური იყო წუხანდელი საღამო რუსთაველზე!), თავიანთი პარტიული ტელევიზიებით დაიწყეს სიცრუით გაჯერებული პროპაგანდის წარმოება! თითქოსდა, ინიციირებული კანონით ხდება შშმ პირების ან მათი ორგანიზაციების რაიმე სახით შეზღუდვა!

ყველამ გაიგოს! ყველამ იცოდეს! ეს არის წმინდა წყლის ტ ყ უ ი ლ ი, ტ ყ უ ი ლ ი და კიდევ ტ ყ უ ი ლ ი! ეს არის მეხუთე კოლონის წარმომადგენელთა მორიგი დივერსიისა და დეზინფორმაციის მცდელობა!“- წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.