ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნების” მიერ “გამჭვირვალობის კანონის” ინიციირების გამო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მმართველ გუნდს განცხადებით მიმართავენ და მოუწოდებენ, კანონი არ მიიღოს.

“ოღონდ თვითონ იყვნენ კარგად და, შშმ პირებს კი არა, ვის არ გამოიყენებენ! ამ მავნებელ გრანტიჭამიებს გამჭვირვალობის კანონი არც წაკითხული აქვთ და არც ანაღვლებთ, – მათთვის მთავარი თანხების დამალვა-მოტეხვაა, თორემ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის შევსება ან რა პრობლემა უნდა იყოს, ან რა არის ამაში რუსული?!” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.