„დღეს საერთაშორისო ფულადი ნაკადების „უპრაგონოდ” ხარჯვის გაგრძელებისა და გამჭვირვალობის წინააღმდეგ ყველაზე აქტიურად გამოდის ჩვენი მოსახლეობის 0,25%, რომლის ჯიბეში, საბანკო ანგარიშში, აგარაკის მშენებლობასა თუ ავტოსალონში მანქანების შეძენის სახით, მხოლოდ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, დაილექა ნახევარი მილიარდი დოლარი“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი.

„შეიძლება, სულ არ უნდოდეს ვინმე დავით ზურაბიშვილს ან ნინო ლომჯარიას თავისი კეთილდღეობის დასაცავად აშკარა სისულელისა და ბოდვითი არგუმენტების მოყვანა, მაგრამ ათვისებული აღურიცხავი ფული ამას უკვე აგენტოკრატულად გავალდებულებს!

დღეს ეს გრანტიჭამია წურბელები, რომლებსაც თუნდაც ჩემს სამეზობლოდ დაწყებული ფეშენებელური მშენებლობა აქვთ დასამთავრებელი, მათ შორის, საქართველოში სრული გაუმჭვირვალობის პირობებში მოქმედ იმ ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციებს აფარებენ ხელს, რომლებიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მე-4 დეპარტამენტისა (დსთ-ის და საქართველოს დეპარტამენტი) და მოსკოვის მერიის ხაზით ფინანსდებიან. მე საერთოდ არ გამიკვირდება, თუ ამ სეგმენტის დასაცავად, ხოშტარიას გავლით, ფინანსურად „ბონუსდებიან” ჩვენი „პროდასავლელი არარუსულკანონისტები,” რადგანაც მათ, როგორც აქამდე არაერთხელ იყო, „დეპუტატ გავრილოვის უკანალის სახელობის” საერთო ინტერესები ამოძრავებთ.

საქართველოში ყველაზე მსხვილ რუსულ ორგანიზაციებს წარმოადგენენ: Русский клуб, Всемирный совет соотечественников, Фонд поддержки и защиты прав российских соотечественников, Молодёжная ассоциация, Союз русской молодежи, Центр защиты прав российских соотечественников, Ассоциация русских женщин, Международная ассоциация молодежи, Ассоциация многонациональных женщин და ა.შ. ამ უკანასკნელმა შეძლო და, რუსულის გარდა, შარშან ევროკავშირის გრანტსაც (342 ათასი ევრო) გამოჰკრა ხელი, ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკას მოსახლეობისთვის „თეთრეული შესაძენად”. მართალია, ამასთან ერთად, პარალელურად შეძენილ იქნა უძრავი ქონება თბილისში, ბათუმსა და ბაზალეთის ტბასთან. ყოველწლიურად იგზავნებიან ამ ორგანიზაციების წევრები სანქტ-პეტერბურგის Форум молодежных организаций российских соотечественников и зарубежных русскоязычных СМИ “Русское зарубежье-ზე”.

მოსკოვის მერიამ საქართველოში მოქმედ რუსულ ორგანიზაციებს შარშან 4 მილიონი რუბლი გამოუყო მედიკამენტების შესაძენად. სად წავიდა ეს ფული, ღმერთმა იცის. სკანდალი მოჰყვა, ასევე, ომის ვეტერანებისთვის გამოყოფილი 200-ლარიანი ვაუჩერების დარიგებას, სადაც ნაწილს მხოლოდ 100 ლარი მისცეს, ნაწილი კი საერთოდ „გადააგდეს”. თუ ზურაბიშვილი/ლომჯარიას კლანი არასამთავრობო სექტორის რუსული სეგმენტის გამჭვირვალობის საკითხსაც თავის თავზე აიღებს, რა პრობლემაა, მთავარია, ამის შესახებ ღიად და გასაგებად განაცხადონ, – ჩვენ ამას გაგებით მოვეკიდებით“, – წერს დავით ქართველიშვილი.