„ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი რადიკალური ოპოზიციის წევრების მიერ „გამჭვირვალობის კანონის” შესახებ დაწყებულ დეზინფორმაციულ კამპანიას გამოეხმაურა.
„არსებობს სიცრუენარევი სიმართლე; არსებობს სიმართლენარევი სიცრუე; არსებობს აბსოლუტური სიმართლე, რომელსაც საგანგებოდ შემუშავებულ გარემოში სიცრუედ ასაღებენ; არსებობს აბსოლუტური სიცრუე, რომელსაც საგანგებოდ შემუშავებულ გარემოში სიმართლედ ასაღებენ ეს არის КГБ-ს მიერ შემუშავებული კლასიკური დეზინფორმაციის ოთხი სახეობა. გვარამია, ამ შემთხვევაში, მის მეოთხე ვარიანტს მიმართავს”, – წერს სოციალურ ქსელში ქართველიშვილი.