“ეს არის საქართველოში არსებული ავაზაკების მიერ საკუთარი თავის გადასარჩენად დაწერილი, საშინელზე საშინელი სიცრუე!
ეს არის მეხუთე კოლონის მიერ მათი ჯაშუშურ ქმედებათა დამალვის მცდელობა!” – ასე ეხმაურება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე “გამჭვირვალობის კანონის” შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციულ ბანერს – „რატომ არის ეს კანონი რუსული?“

„ეს არის აქაური მეხუთე კოლონის მცდელობა, დამალოს და “გააპრავოს” მათ მიმართ ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და ქვეყნის ომში ჩაბმის მისამართით შემოსული თანხები!

დაბოლოს, ეს კანონი მიღებული თუ არ იქნა, საქართველო თავიდან ვერ აიცილებს დესტაბილიზაციას, ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლას და, შესაბამისად, საქართველოს მიმდინარე ომში ჩათრევას!“ – წერს ედიშერ გვენეტაძე “ფეისბუკის” გვერდზე.