„ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, – ნათქვამია. “ნოემბრიდან ნოემბრამდე” ფილმის ავტორს სხვა რა უნდა მოსთხოვო, ისევე, როგორც გიგაურსა და უტიაშვილის ცოლს. მათი კარიერა ხომ სიცრუეზე იყო აგებული“, – ასე ეხმაურება ექსპერტი ნინო ფოჩხუა “გამჭვირვალობის კანონის” შესახებ დაწყებულ დეზინფორმაციულ კამპანიას.

„აღარ არის ის დრო, როცა ხალხი ტყუვდებოდა. დღეს სიმართლე ხელის გულზე დევს და, რაც უნდა იძახონ “რუსული, რუსული”, ვერ აიყოლიებენ ადამიანებს და მოემზადონ, მომავალი წლიდან გაასაჯაროონ ფინანსები და მათი მიზნობრიობა“, – წერს სოციალურ ქსელში ფოჩხუა.