ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე რადიკალური ოპოზიციისა და „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლების მხრიდან „გამჭვირვალობის კანონის“ ირგვლივ დაწყებულ დეზინფორმაციულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„სინამდვილე ეს არის, რომელიც არ აწყობთ შარლატან-ექსპერტებს და მეხუთე კოლონის წარმომადგენლებს! რატომ? იმიტომ, რომ ღია და საყოველთაოდ გამჭვირვალე გახდება მათი მოღალატეობრივი ქმედებები საქართველოს მიმართ, რათა ფული იშოვონ!“ – წერს ედიშერ გვენეტაძე “ფეისბუკის” გვერდზე.