ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები და გერმანია ეწინააღმდეგებიან უკრაინის ნატო-ში მიწვევას.

მანამდე გაზეთ “The New York Times-მა” ინფორმაცია გაავრცელა, რომ ვაშინგტონის სამიტზე ნატო-ს წევრი ლიდერები უკრაინის ალიანსში მიწვევას არ გეგმავენ. “The New York Times-ის” ინფორმაციით, ვაშინგტონის სამიტზე უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგებიან გერმანია და აშშ.

„შეგახსენებთ, რომ მიწვევის ფორმატი თავად უკრაინამ განსაზღვრა, როგორც ნატო-ში გაწევრიანების სამართლებრივი გარანტია. ეს შუალედური გადაწყვეტილებაა და არ არის საბოლოო. ის დღის წესრიგშია. აბსოლუტურად ყველა მოკავშირე მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას, გარდა ორისა. მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია საჯარო გახდა [“The New York Times-ის” სტატიის გამოქვეყნების შემდეგ], აშშ და გერმანია ახლა ცდილობენ ყურადღება გადაიტანონ სკეპტიკურად განწყობილ სხვა მოკავშირეებზე, როგორიცაა უნგრეთი და სლოვაკეთი. მაგრამ მთავარი პოზიცია სწორედ ამ ორ ქვეყანას ეკუთვნის“, – აღნიშნა ოლგა სტეფანიშინამ.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები და გერმანია ეწინააღმდეგებიან უკრაინის ნატო-ში მიწვევას, რადგან ეს უკვე რეალური გადაწყვეტილებაა და ისინი ეწინააღმდეგებიან დამატებით ეტაპებს.