მოძრაობა – “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუკზე”, რადიკალების დახმარებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის შესახებ საინფორმაციო ბანერების დაბლოკვის ფაქტს ეხმაურება, რომელზეც განმარტებულია თუ რატომაა აღნიშნული კანონპროექტი ევროპული და არა რუსული.

“ფეისბუკზე” გაქრობა საინფორმაციო ბანერებისა, რომელიც რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავროების სიცრუის გამოაშკარავებას ემსახურებოდა, როგორც ცნობილია, უკავშირდება რადიკალებისა და მათი მხარდამჭერი არასამთავრობოების წარმომადგენლებს, რომლებსაც ლობისტების მეშვეობით აქვთ მოპოვებული ვერიფიკაცია საერთაშორისო “ფაქტჩექერში”.

“ე.წ. ფაქტჩეკერების Facebook-ტერორი ღრმად რომ შეშფოთდნენ, ნამდვილად ეტყობათ! როდესაც სიმართლეს ვერანაირი არგუმენტი ვერ დაუპირისპირეს, ცენზურაზე გადავიდნენ!

ცეცხლით და მახვილით დევნიან ყველანაირ ინფორმაციას, რაც მათ ცრუ პროპაგანდას ხელს უშლის! აამოქმედეს ე.წ. ფაქტჩეკერები ანუ თანამედროვე აზრის პოლიცია – კინწურაშვილები, ეთო ბუზიაშვილები და სხვა ცენზორები! ეს დიდი ხნის და ღრმად ფესვგადგმული პრობლემაა, მათ “Facebook-ის” მფლობელ კომპანია “Meta-სგან” აკრედიტაცია გააჩნიათ და მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია, როგორი ტყუილი და გამოგონილიც არ უნდა იყოს, “Meta-ში” აღარ მოწმდება, შესაბამისად ავტომატურად იშტამპება. ვინ არიან, რა მიზნები აქვთ და ვისგან ფინანსდებიან, იხილეთ ჩვენს მიერ ფინანსდებიან, იხილეთ ჩვენს მიერ მომზადებულ ვიდეოში.

https://www.facebook.com/share/v/muuL7TgNXiWRqb4L/?mibextid=w8EBqM

ამავე ვიდეოდან შეიტყობთ, რომ ეს მარტო საქართველოს გამოწვევა არ არის და ამ ცენზორებთან ბრძოლა სხვა ქვეყნებსაც უწევთ. ყველაზე ნათელი მაგალითი, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფეისბუქიდან წაშლა და ჰანტერ ბაიდენის კორუფციასთან დაკავშირებული მასალების დაბლოკვა იყო. ამ ყველაფრის უკან კი, ის გარემოება დგას, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კორპორაცია “BlackRock-ი”, “Meta-ს” აქციების მფლობელია(7.1%), შესაბამისად ის ემსახურება გლობალური ომის პარტიის ინტერესებს, რომლის განუყოფელი ნაწილიც არის “Blackrock-ი”.

საქართველოში არჩევნები ახლოვდება, “Facebook-ში”, როგორც ყველაზე აქტიურ სოციალურ მედიაში, სიმართლესთან და ყოველგვარ განსხვავებულ აზრთან ბრძოლა კიდევ უფრო გაძლიერდება. ამიტომ, უნდა მოვაწყოთ “გაქცევა “Facebook-დან” და გადავიდეთ “X-ზე”(ყოფილი Twitter), რომელიც ელონ მასკის მფლობელობაში გადასვლის შემდეგ, მართლაც გახდა თავისუფალი სიტყვის პლატფორმა, სადაც არ არის ლიბერალური ცენზურა და არ იდევნება სიმართლე!” – წერს ვატო შაქარიშვილი.