ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის, გიორგი მშვენიერაძის “ფეისბუკის” პოსტს ეხმაურება, სადაც მშვენიერაძე წერს: „თუ ეს კანონი ევროკავშირის და აშშ-ის წინააღმდეგ არაა, ჩაწერონ რომ არ ვრცელდება მათგან მიღებულ დახმარებაზე და მხარს დავუჭერთ. ძალიან მარტივია“.

ნინო ფოჩხუას თქმით, მოუწევთ გიგაურებს, ლომჯარიებს და ა.შ. დაემორჩილონ ამ კანონს, რომელიც აუცილებლად დამტკიცდება.

„ჩვენი მე-5 კოლონა ისეა წყობიდან გამოსული, არაადეკვატურ განცხადებებზე გადავიდა:
ჩაიწეროს, რომ ეს კანონი არ ვრცელდება ევროკავშირსა და აშშ-ზეო. ბრძანა გ. მშვენიერაძემ.

რა გამოდის, ე.ი. შავი ფული ამერიკიდან, ევროპიდან შესაძლებელია და ტაივანიდან არა? რა პასუხს აძლევს ამ ფბ-სტატუსით უსუფაშვილების ოჯახს
შავი ფული, ფულის გათეთრება, “ატკატი” ეს მთელი მსოფლიოსთვის იმდენად მძიმე თემაა, დარწმუნებული ვარ, ის განცხადებები, რაც ახლა ამ კანონთან მიმართებაში კეთდება უცხოეთიდან, მხოლოდ შიდა მოხმარებისთვისაა და გაგრძელება არ ექნება.იცის ეს ჩვენმა ოპოზიციამ, ამიტომაც არის მათი ქმედება ასეთი არაადეკვატური.

მოუწევთ გიგაურებს, ხიდაშლებს, ლომჯარიებს და ა.შ. დაემორჩილონ ამ კანონს, რომელიც აუცილებლად დამტკიცდება”, – წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.