„კიდევ ერთხელ, კანონი შეეხება მხოლოდ ორგანიზაციებს და არცერთ ფიზიკურ პირს. დამოკიდებული ხარ უცხოურ დაფინანსებაზე? ნება იბოძე და ყოველი წლის დასაწყისში დეკლარაცია შეავსე. გაქვს პრეტენზია, რომ საზოგადოებაში გქონდეს აქტორის როლი? ვალდებულება აიღე და საკუთარი საქმიანობა გამჭვირვალე გახადე!“ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ.

ქადაგიძის თქმით, “გამჭვირვალობის კანონთან” დაკავშირებით სოციალური ქსელებით “ფეიკ-კამპანიაა” გაჩაღებული.

„ცუდ დღეშია ჩავარდნილი სექტა! გლობალური ომის პარტიას ეხვეწებიან, თუ თქვენ არ დაგვეხმარებით დაგვემხობა “ფსევდო-ნარატივები” თავზე, ჩვენ ისეთი უსუსურები ვართ ქართველი ხალხის წინაშე, რომ საერთაშორისო ზეწოლაღაა ჩვენი მშველელიო! შეიგნეთ, რომ სიმართლის წინააღმდეგ ომს ვერ მოიგებთ, სულ რომ ჯო ბაიდენი გამოიყვანოთ ბრიფინგზე და იმას ათქმევინოთ აბსურდი.

ხალხს ვერ კრებენ, პროტესტს ვერ აგორებენ და ორი დღეა სოციალური ქსელებით ისეთი “ფეიკ-კამპანია” აქვთ გაჩაღებული, რომ თვით ბარონ მიუნჰაუზენსაც გააკვირვებდნენ. ურეკავენ შშმ-პირებს, სტუდენტებს, ლექტორებს, ფერმერებს და ეუბნებიან, რომ “გამჭვირვალობის კანონი” მათ შეუზღუდავთ საქმიანობას. ეს სიცრუე კი საათებიც ვერ ძლებს, რადგან შარშანდელი აბსურდი კარგად გაიაზრა ქართულმა საზოგადოებამ და იმავე “აფერაში” მონაწილეობას აღარ აპირებს.

ცალ ფეხზე იხტუნავეთ რამდენიც გინდათ, მაგრამ ვალდებულებებიც აიღეთ-სხვის დაკრულზე ცეკვაში, რამდენი გადაგიხადეს უნდა ვიცოდეთ. მორჩა კინო!“ – წერს ქადაგიძე “ფეისბუკის” გვერდზე.