თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მაღაზია “ბეთლგრაუნდი – ის” სასროლეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად გარდაცვლილია ორი და დაჭრილია 4 ადამიანი.
ისინი სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოშიარიან გადაყვანილი.
“შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროსშესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე–მაშველები, საპატრულოპოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.
ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება“, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.