გამჭვირვალობა არის და იქნება დემოკრატიული საზოგადოების დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი!”- წერს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილიფეისბუკისგვერდზე.

მაკა ბოჭორიშვილიგამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტისირგვლივ დაწყებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ ფონზე გამჭვირვალობის კანონი საჭიროება კიდევ უფრო ცხადი ხდება.

“საზოგადოების მოტყუებას დეზინფორმაციული კამპანიები აღარ ყოფნის და ახლასაზოგადოების შანტაჟი დაემატა მეტი ეფექტისთვის!

სირცხვილია, ვინც სამოქალაქო საზოგადოების სახელით ებრძვით იმას, რაც ჩვენისაზოგადოების ინფორმირებულობას ემსახურება! სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, სამოქალაქო საზოგადოებას არ უნდა უმალავდეს საქმიანობის წყაროს!

სირცხვილია, როდესაც სოციალურ ქსელებში პოსტების დაბლოკვაში და სიმართლის  ჩახშობაში ხარჯავენ ორგანიზაციები ფულს, რომელიც, სავარაუდოდ, ამ ქვეყანაში სიტყვისთავისუფლების დასაცავად აქვთ მიღებული!

საზოგადოების დაცინვაა, როდესაც გამჭვირვალობას  ებრძვი და თან ამბიცია გაქვს, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში იყო ჩართული ყოველგვარი ლეგიტიმაციის დაპოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე!

სუვერენიტეტს ებრძვი, როდესაც ხალხის არჩეულ პარლამენტის წევრს უკრძალავ იმსჯელოსდა განიხილოს კანონპროექტი, რომელიც საზოგადოების ინფორმირებულობას ემსახურება!

რაც არ უნდა დააშინოთ საზოგადოება აბსურდით, კანდიდატის სტატუსის წართმევით ანუვიზო მიმოსვლის შეჩერებით, გამჭვირვალობას ვერასდროს აქცევთ რუსულ ფენომენად!

გამჭვირვალობის წარმოჩენა, თითქოს ის დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ ინსტურმენტად შეიძლება გამოიყენოს ვინმემ, დემოკრატიული სამყაროს შეურაცხყოფაა!

გამჭვირვალობა არის და იქნება დემოკრატიული საზოგადოების დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი!

ქვეყნის და საზოგადოების განვითარებაში და კეთილდღეობაში ჩადებული რესურსი დასამალი არ არის!

ალოგიკურია საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმის დასამალად ასეთი გამალებული ბრძოლა!

პირიქით, იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ კარგი საქმის უკან ვინ დგას, თუ ასეთი კეთდება!”- წერს ბოჭორიშვილი.