სამშობლო რომ არ იყიდება ეს უნდა დაადასტუროს ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ“, –  წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, “ფეისბუკისგვერდზე, რითაც ეხმიანებაგამჭვირვალობის კანონისწინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას.

სამშობლო რომ არ იყიდება ეს უნდა დაადასტუროს ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ.

თუ ვინმეს მოუნდება ევროპული თემატიკა შემოიტანოს, ძალიან კარგი, მაგრამ პლაკატებსზედ კი ნუ გადააკრავენგვერდზე მიაკრან, მივესალმებით! მით უმეტეს ევროპულ ნარატივს!

სინამდვილეში, ნაცებს, მათ ენჯეოებს და მედიას ევროპა კი არა, შავი ფული და ამ ფულითმართვის ბერკეტები აინტერესებთ. ამ მიზნით ებრძვიან სიტყვისა და გამოხატვისთავისუფლებასაც.

თუ ასე არ არის, თავისი აზრი, პლაკატების სახით, გამოხატონ ისე, რომ სხვის პლაკატსზემოდან კი არ გადააკრან, არამედ გვერდით გააკრან.

თუ ასე იქნება, კიდევ ერთხელ გავიმეორებევროპულ თემატიკას, პირიქით, მივესალმებით. თუ მაინც გადააკრავენ, ეს იქნება უტყუარი მტკიცებულება, რომ მოცემულ შემთხვევაში, ისინი ებრძვიან გამოხატვის ამ კონკრეტულ ფორმას!” – წერს ჩაკვეტაძე.