დეზინფორმაციის, სიყალბის, სიცრუის, ფეიკის, ცილისწამების წინააღმდეგ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯირუსულია თურმე, რადგანაც წლებია საქართველოს რეგიონებში USAID-ის მიერ ტარდება ტრენინგები სახელწოდებით:

დეზინფორმაცია, როგორც რუსული ხელისუფლების იარაღი“. დააკვირდით! არა თუნდაცრუსეთის, არამედრუსული ხელისუფლების“. გასაგებია – “რუსული ოცნების“, “რუსული კანონებისთურუსული აღმსარებლობისტირაჟირების ფონზე, ვის და რას ეხება აღნიშნული ტრენინგები“, – ასე ეხმიანებახალხის ძალისწევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელშიგამჭვირვალობის კანონისწინააღმდეგ გავრცელებულ ბანერებს, სადაც აღნიშნულია, რომ “სასამართლოს გამჭვირვალობა ევროპულია, მედიის ცენზურაა რუსული.

გამჭვირვალეაევროპული სასამართლო, რომელმაც 2021 წლის 29 ივნისს უკრაინაშისასამართლო კოლეგიისვეტინგისკომისიის წესით არჩევა დააკანონა, 2021 წლის ნოემბრის ბოლოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ვსევოლოდ კნიაზევი აირჩია, 2023 წლის გაზაფხულზე მას სახლში ქრთამად აღებული 3 მილიონო დოლარი აღმოუჩინა დათანამონაწილეებადვეტინგისწესით არჩეული კიდევ ოთხი მოსამართლე ამხილა.

გამჭვირვალეაამერიკული სასამართლო, რომლის ფონზე ოთხ ქართველ მოსამართლეზენაწილობრივი დასანქცირებისბრძანება გასცა ვაშინგტონმა, ხოლო ქართული მხარისმოთხოვნაზე, გაეგოთ, თუ რა დააშავეს ამისთანა, პასუხად მივიღეთარ ვიცით, რამნიშვნელობაა, ასე გვინდა და იმიტომ. დღემდე ელოდება ელემენტარული ბოდიშის მოხდასმოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, რომლის გამოტანილი განაჩენი ნიკა გვარამიას მიმართ, სტრასბურგის სასამართლომ კანონიერად ცნო.

დეზინფორმაციის, სიყალბის, სიცრუის, ფეიკის, ცილისწამების წინააღმდეგ გადადგმულინებისმიერი ნაბიჯირუსულია თურმე, რადგანაც წლებია საქართველოს რეგიონებში USAID-ის მიერ ტარდება ტრენინგები სახელწოდებით: “დეზინფორმაცია, როგორც რუსულიხელისუფლების იარაღი“. დააკვირდით! არა თუნდაცრუსეთის, არამედრუსულიხელისუფლების“. გასაგებია – “რუსული ოცნების“, “რუსული კანონებისთურუსულიაღმსარებლობისტირაჟირების ფონზე, ვის და რას ეხება აღნიშნული ტრენინგები.

საქართველო აუცილებლად დაიცავს საკუთარ თავს ლგბტ პროპაგანდისაგან, აუცილებლადდაასრულებს თავის საბანკო/საფინანსო სივრცეში შავი ფულის გათეთრებისგაუმჭვირვალობის მავნე პრაქტიკას და დიახ, აუცილებლად მიაღწევს იმას, რომ სიცრუე, ფეიკი, დეზინფორმაცია, ფაქტების გაყალბება და ცილისწამებაძვირადღირებული ანსისხლისსამართლებრივი დასჯის ფუფუნების საგანი გახდეს. და მერე ამას გინდრუსულიდა გინდბანგლადეშურიუწოდონ“, – წერს ქართველიშვილი.