„კარგით რა, საიდან მოგაქვთ”, – ჩვენი გენმოდიფიცირებულების საყვარელი შეკითხვაა ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ვაფრთხილებთ საზოგადოებას ან პრევენციული მიზნით საკანონმდებლო დონეზე ვაინიცირებთ თავდაცვითი ხასიათის მექანიზმებს“, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალი“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი.

 

„რომ არა ჩვენი განგაში, თბილისის „მაკდონალდის” ქსელში, მოზარდებში „მადის აღმძვრელ” პიკანტურ ისტორიას ელტონ ჯონის ოჯახის თაობაზე დღემდე დაარიგებდნენ.

მართალია, ჯერ არ შემოუღიათ საქართველოში მოქმედ კიდევ ერთ ქსელში (Royal Coffee – STARBUCKS), მაგრამ ამერიკაში უკვე გაჩნდა მათ საფირმო ყავის ჭიქებზე შემდეგი წარწერა: “გიწვევთ სამუშაოდ. იცით რომ Starbucks გთავაზობთ სქესის შეცვლის ოპერაციებისა ბევრი სხვა რამის ფინანსურ დაფარვას?” – როგორც პრივილეგიას სამსახურში პერსონალის აყვანის დროს. როგორც ჩანს “სქესის შეცვლა” უკვე აშშ-ს ნაციონალური იდეოლოგიის ნაწილად იქცა“, – წერს დავით ქართველიშვილი.