ექსპერტი ნინო ფოჩხუა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ “გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის ალტერნატიული ვარიანტის პარლამენტში წარდგენას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“მერე იტყვიან, სად ჩვენ და სად „ნაცებიო“.
ეს გახარიას ინიციატივა სხვა არაფერია, თუ არა „ნაცების“ დახმარება შავი ფულისთვის ბრძოლაში.
არ გამოვა დემოკრატიით შეფუთული განცხადებების კეთება, მით უმეტეს, როცა გუნდში გყავს მეზვრიშვილი, რომელიც ზუსტად ისევე ფინანსდება, როგორც გიგაურები და ლომჯარიები.
ქვეყნის უსაფრთხოებისთვის კი ამ კანონის მიღება აუცილებელია და მოუწევს ყველას ამასთან შეგუება, რაც მხოლოდ და მხოლოდ დეკლარაციის შევსებით განისაზღვრება.
შავმა ფულმა დამოუკიდებელ, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაში არ უნდა იტრიალოს!” – წერს ნინო ფოჩხუა.