“პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ჰოლანდიელი ინვესტორის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძემ მას 400 ათასი დოლარი უნდა დაუბრუნონ.

„ამით, ალბათ, შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან, თუ უკვე არ არიან დაინტერესებულები. არ მგონია, რომ ამ საზოგადოებაში ბევრი იყოს კიდევ დარჩენილი, ვისაც უკვირს ამ ადამიანებისგან თაღლითობა“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

დაზარალებული ბიზნესმენის უფლებადამცველები არ გამორიცხავენ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ საქმე პროკურატურაში წავიდეს.