„გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ ირგვლივ ოპოზიციის მიერ ატეხილი პანიკური აჟიოტაჟი მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ნამდვილად იღებენ შავ ფულს უცხოეთიდან, არასამთავრობოების გავლით. ამ კანონის მიღებით მათ ფულის წყარო ეკეტებათ, რადგან ყველაფერი გამჭვირვალე გახდება“, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

„თუკი გამჭვირვალობა ადამიანის უფლებების დარღვევაა, მაშინ რაღაა სიტყვის თავისუფლება?! თუკი ამ ლოგიკით მივყვებით, მაშინ დემოკრატიულ სახელმწიფოებში სიტყვის თავისუფლება აკრძალული უნდა იყოს.

ისეთი ტყუილი მაინც უთხრას ხალხს ოპოზიციამ, რაშიც შეძლებენ მის დარწმუნებას. ოპოზიცია ცდილობს, ტყუილებით აღელვებული ხალხი ისევ ფარად აიფაროს და შავი ფულისთვის ასე იბრძოლოს. აღარ გამოუვათ, რადგან მათ გვერდით ქუჩაში იქნებიან მხოლოდ მათი ამომრჩევლები და არა ის საზოგადოება, ვისი მოტყუებაც შარშან შეძლეს. „ნაცმოძრაობისა“ და მის ირგვლივ შემოკრებილი პარტიების ამომრჩეველი არ წყვეტს ამ ქვეყნის ბედს. ამ ქვეყნის ბედს წყვეტს უმრავლესობა და ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს, იცოდეს, რაში იხარჯება უცხო ქვეყნის თანხები საქართველოში”, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.