„გახარია გაააქტიურეს მაშველ რგოლად შავი ფულისთვის ბრძოლაში და ამათ დააანიცირებინეს პროექტი“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ “ქართული ოცნების” კანონპროექტი ინიციირდება.
ანრი ოხანაშვილი „გახარია საქართველოსთვის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტს აფასებს.
„თან აღიარებენ, რომ გამჭვირვალობის სტანდარტი რეალურად არ არის საკმარისი, რაც დღეს გვაქვს და თან უნდათ, ამ მსუბუქი რეგულაციით გახარია გადააფარონ შავი ფულისთვის ბრძოლას და მაშველ რგოლი ჰყავთ ახლა გახარია შავი ფულისთვის ბრძოლაში. ეს არის ფაქტი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.