„9 აპრილი ძალიან მძიმედ გასახსენებელი თარიღია. ამ ამბის სიმძიმე მუდამ გვემახსოვრება, მაგრამ, ასევე, მუდამ გვემახსოვრება ის სიამაყე, რაც მოგვიტანა იმან, რომ ქართველმა ერმა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საკუთარი პოზიცია ღიად დააფიქსირა“, –  განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ. 

“მაშინ, 9 აპრილს, ახალგაზრდებს არ უბრძოლიათ იმისთვის, რომ დღეს თავისუფლება და ჭეშმარიტი სუვერენიტეტი ისევ სახვეწარი, საბრძოლველი გვქონდეს და კითხვის ნიშნის ქვეშ იდგეს.

დამოუკიდებლობა ნიშნავს დამოუკიდებლობას და არა – რაიმე ფორმით დამოკიდებულებას, ეს იქნება უფროს-უმცროსი ძმის ურთიერთობა თუ, მით უმეტეს, ყველაზე მძიმე – ფულად რესურსზე დამოკიდებულება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.