“როგორც ამბობენ, გიგაურებს, მშვენიერაძეებს, ცალ ფეხზე მოხტუნავეთა სექტის წარმომადგენლებს თვეში 15-17 ათასი ლარი აქვთ [ხელფასი], პარლამენტარზე 4-5-ჯერ მეტი და საშუალო ხელფასზე 10-ჯერ მეტი.

ამიტომაც იცავენ და არ უნდათ ამ უსამშობლოებს, რომ ღიაობა და გამჭვირვალობა შევიდეს ამ სექტორში. ეს არის სახელმწიფო, სუვერენული ქვეყანა, ჩვენ დავიცავთ და მივიღებთ ამ კანონს, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა მიზნით ფინანსდებით და რა ამოცანებს ემსახურებით”, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.

„დავინტერესდი, რატომ იბრძვის 6-7 მდიდარი “ენჯეო”. გუშინ პრემიერმა გააკეთა განცხადება, რომ მათ 85 მილიონი ლარი აქვთ დაფინანსება წლის განმავლობაში, აქედან 15 მილიონია დეკლარირებული, დანარჩენი კაციშვილმა არ იცის, ვინ დააფინანსა და რა მიზნით.
ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ. ეს ევროპულია? სიტყვის თავისუფლებაა, რომ ცოცხლად დაწვა პოლიციელი? ამიტომაც გინდათ დამალოთ, რომ არ იცოდეს საზოგადოებამ, რომელი ორგანიზაცია აფინანსებს და რა მიზნით. ტელევიზიას რომ აფინანსებს, სადაც ლგბტ საზოგადოების პროპაგანდაზეა აქცენტირება, ამას არ გავატარებთ, მიუღებელია, – ეს ხომ გითხრათ ნათლად ქართულმა საზოგადოებამ?!

როგორც ცნობილი გახდა, „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეპატრონე გვარამია რამდენიმე დღით ადრე ხვდება “თბილისი პრაიდის” წარმომადგენლებს და ამის შემდეგ დაფინანსებას იღებს. ვეკითხებით: რა მიზნობრიობით აიღეთ? მიზნობრიობა არ არის, უბრალოდ, ისე მოგვცესო. ვინ მოგცემთ თქვენ მილიონობით დოლარს, თუ მიზნობრიობა არ გაქვთ?! დასამალი გაქვთ ქართული საზოგადოებისგან? ამას არ გაგიტარებთ.
ყველამ უნდა იცოდეს, როგორც ევროპაშია ღია და გამჭვირვალე ეს კანონი და ყველაფერს თავის სახელს არქმევს, ეს არის საქართველო, სახელმწიფო და მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, ვინ აფინანსებს და რა მიზნობრიობით იმ არასამთავრობოებს, რომლებიც უცხო გავლენის წარმომადგენლები არიან.

გარკვევით წერია მეორე მუხლში, წაიკითხეთ, რომ არ ეხება არც ერთ სპორტულ ორგანიზაციას, არც ფედერაციებს, არც სტუდენტებს, არც სპორტსმენებს, არც სოფლის მეურნეობის პროგრამებში ჩართულ ჩვენს მოქალაქეებს. ეს ეხება ორად ორ მიმართულებას, ერთია მედია, – თუ 20%-ზე მეტია დაფინანსება წლის განმავლობაში, ის ვალდებულია არა მანამდე, სანამ დააფინანსებდნენ, არამედ დაფინანსების შემდეგ, პოსტფაქტუმ, დეკლარირება გააკეთოს, მეტი არაფერი, და მეორე – არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც მოუწევთ დარეგისტრირება, თუ მათი შემოსავლის ფინანსები აღემატება 20%-ზე მეტს. რა არის აქ დასამალი და,.თუ დასამალი გაქვთ, ამას არ გაგიტარებთ.
არ მოგცემთ საშუალებას, ეს ქვეყანა არიოთ, არ მოგცემთ შესაძლებლობას, თქვენი პირადი, მერკანტილური ინტერესების გამო ნიჰილიზმი, დაძაბულობა, პოლარიზება შემოიტანოთ“, – განაცხადა ზარქუამ.