„ევროკომისიამ ევროპარლამენტში განსახილველად ევროდირექტივა წარადგინა, რომელიც მესამე ქვეყნების მხრიდან შესაძლო გავლენებსა და ამ გავლენების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას ეხება.
ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ოცდაშვიდივე წევრი ქვეყანა, სულ მალე, ამ დირექტივის ძირითადი მიზნების შესაბამის კანონმდებლობას მიიღებს თავის ეროვნულ დონეზე”, – განაცხადა “ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

“ზოგიერთი ევროპარლამენტარის თუ ევროკავშირის წარმომადგენელი მაღალი პირის კრიტიკა საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით ორმაგი სტანდარტების მაგალითია. ამით, ფაქტობრივად, გვეუბნებიან, რომ მათი უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები მნიშვნელოვანია, ხოლო ჩვენი, საქართველოსი, რადგან პატარა ქვეყანა ვართ – არა. ეს ორმაგი სტანდარტები საქართველოში ანტიევროპულ განწყობებს უწყობს ხელს“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.