“გვარამიასთან თანამშრომლობას მთავაზობთ? მაგ კაცმა, მიშას ბრძანებით და “რუსთავი 2-ის” გამოყენებით (სანამ გოიმურად დაკარგავდა), პოლიტიკური სპექტრი შინაარსისგან დაცალა და მედიის თავისუფლება დაასამარა იმით, რომ სააკაშვილის მორჩილების ნიშნით არჩია სპიკერები“, – წერს სოციალურ ქსელში “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი.

„ეგ კაცი არის ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატე და სამაგალითოდ უნდა გაფარჩაკდეს, რომ სხვა ორჯერ დაფიქრდეს, სანამ იმას იკადრებს, რაც ამ უტვინო ქაჯმა იკადრა.

აბსოლუტურად ყველა, ვინც მის გუნდში ყოფნას კადრულობს, არის უტვინო მცოცავი და ვერასოდეს ვერაფერს მიაღწევს თავის ცხოვრებაში, გარდა კლოუნობისა.

ვინც მის გუნდშია, არავის გააჩნია ღირებულებები.

მათი მოტივაცია ცოცვააა და მათთან თანამშრომლობა სირცხვილია”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.