„კანონმა გამჭვირვალობის შესახებ გამჭვირვალე გახადა საარჩევნოდ ოპოზიციის სრული რესურსი, რაც მათ არ სურდათ”, – წერს “ფეისბუკის” გვერდზე „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

„ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო – გამჭვირვალობის შესახებ კანონზე ოპოზიციას და მათ ლობისტებს უცხოეთიდან ერთი ამბავი აქვთ ატეხილი. რატომ შფოთავენ? დეკლარაცია მომავალი წლის იანვარში ივსება და მანამდე ხომ არჩევნებია? თუკი ოპოზიციას სჯერა, რომ არჩევნებს იგებენ, მაშინ რაღა ანერვიულებთ? გააუქმონ არჩევნების შემდეგ ეს კანონი. მით უმეტეს, ამას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ სჭირდება. ე.ი. აღიარებენ, რომ მოგების იმედი არ აქვთ.

არჩევნებამდე 5 თვით ადრე ამის გამოაშკარავება სასტიკი მარცხია მათთვის. არჩევნები რომ მოიგონ, რუსთაველზე ორასი ათასი კაცი მაინც უნდა გამოიყვანონ, რაც მათთვის შეუძლებელია. სამაგიეროდ, შესაძლებელია ხელისუფლებისთვის. ამიტომ კივიან ისინი და მათი უცხოელი ლობისტებიც განწირული ხმით“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.