„გაბედავს დე ფაქტო პრეზიდენტი, მადამ არაადეკვატური სალომე ზურაბიშვილი მის შეწყალებას? თუ კი, კიდევ უფრო ღრმად გაითხრის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სამარეს, სადაც თავად უკვე დაიმკვიდრა ადგილი“, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე პოლიციელებზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის შესახებ, რომელსაც სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

“ფსევდოგმირსა და ვითომ რუსებთან “მებრძოლს”, სინამდვილეში კი პოლიციელებზე თავდამსხმელ ლაზარე გრიგორიადისს – ცხრაწლიანი ციხე.

შარშან, რამდენიმე ნაცნობს სოციალურად დავემშვიდობე, ვინც ამ კრიმინალს “თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირად” მოიხსენიებდა.

დამნაშავეთა ადგილი ციხეშია და არა სამარცხვინო ვითომ ჰეროიზაციის სიბრტყეში!“ – წერს გია აბაშიძე “ფეისბუკის” გვერდზე.