„ხელოვნება არის ჭეშმარიტების მიერ თავისი-თავის-თვით დადგინება-ქმნილებაში.“ ჰაიდეგერისეული ხელოვნების გაგება და, მით უმეტეს, ჭეშმარიტების რაობა ძალიან შორს არის იმ პრიმიტივებისაგან, რომლებიც თეატრს, კინოს, მხატვრობას, მუსიკასა და მწერლობას ამოფარებულები, საკუთარ თავს ელიტას უწოდებენ და სინამდვილეში, კუჭის კანონზომიერებით არსებობენ – სალაფავის სიდიდე განსაზღვრავს მათი ცხოვრების არსსა და რაობას!” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

„ეს იმ ჯიშის საზოგადოებაა, გასული საუკუნის 30-იან წლებში, დღისით ხელოვნებას რომ ემსახურებოდნენ და ღამით ბერიასთვის “დანოსებს” წერდნენ. ეს იმ რჯულის საზოგადოებაა, 1991 წელს სამხედრო გადატრიალებას მხარი რომ დაუჭირეს და ეროვნული ხელისუფლება დაამხეს. ეს ის უსამშობლო საზოგადოებაა, საქართველოს სუვერენიტეტსა და ვასალობას შორის არჩევანს უფრო დიდი სალაფავის მოლოდინზე რომ აკეთებენ, ვიდრე შეუძლიათ, საქართველოსგან მიიღონ. დაბოლოს, ყველა ეძებს დოქტრინის ადრესატს, რომელიც ალენ დალესმა შექმნა და არავინ იმჩნევს, რომ 80 წლით ადრე, ამერიკის დაზვერვის უფროსმა ზუსტად ეს საზოგადოება და ფსევდოხელოვანები იგულისხმა – “დავთესავთ ქაოსს და შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებულს ვყოფთ, ირწმუნონ ისინი…
ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს – ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას… მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ მათ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხროდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირალებად…” – წერს ზურაბ ქადაგიძე “ფეისბუკის” გვერდზე.