“გუშინ რაც მოხდა, ალბათ, დიდხანს გვემახსოვრება როგორც ლაქა ქართულ პოლიტიკაში. ლაქა დიდხანს რჩება, როდესაც ადამიანი არ ცდილობს მის გაწმენდას. ზუსტად ასეა, როდესაც არავინ ოპოზიციიდან, არავინ რადიკალებიდან და არც მათი მედია საშუალებიდან არათუ ბოდიშს იხდის, არც გმობს ელისაშვილის მუხანათურ თავდასხმას მამუკა მდინარაძეზე. გმობს კი არა, ისეთებიც აღმოჩნდნენ, რომლებმაც სურათებიც კი გადაიღეს, მერე საქციელიც კი მოუწონეს მას“, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

“ცოტაც და, ველოდებოდი, სალომე ზურაბიშვილი რომელიმე ორდენზე თუ არა, მედალზე მაინც წარადგენდა ელისაშვილს. ახლა ირკვევა, რომ თურმე, ეს ყველაფერი დაგეგმილი ყოფილა; აგერ, ვიღაც ლგბტ “პრაიდში”, თურმე, ინსტრუქციებს გასცემდა, – ასე და ასე უნდა ვქნათო. როგორც ჩანს, შემსრულებელიც შეურჩევიათ…

ახლა კი ისევ უმთავრესზე უნდა გადავიდე: რადიკალების ეს მოქმედებები, დაწყებული ელისაშვილის მუხანათობით, დამთავრებული მომიტინგეების მიერ გუშინდელი გამოხდომებით, ღრმად მწამს, რომ რეპეტიციაა და ერთგვარი ვარჯიშია არჩევნების დროს სიტუაციის გამწვავებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ გუშინაც, სალომე ზურაბიშვილი და ზოგიერთი იაფფასიანი რადიკალი ცდილობდნენ სიტუაციის უფრო დაძაბვას, აშკარად გამოჩნდა, რომ უცხოელების მხრიდან დიდი მხარდაჭერა – არც პოლიტიკური და არც ფინანსური – მათ არ ჰქონდათ. გასათვალისწინებელია, რომ მათ ეს მხარდაჭერა (ორივე სახის) არათუ სავარაუდოდ, არამედ აუცილებლად გაეზრდებათ არჩევნების პერიოდში!
მანამდე კი, ხელისუფლების წინაშე რამდენიმე ამოცანა დგას:
– გამჭვირვალობის კანონის მიღება
– საინფორმაციო კამპანიის გაშლა როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში
– ლობისტურ ორგანიზაციებთან მუშაობა
– რადიკალების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების შემუშავება.

ყველამ უნდა გავითვალისწინოთ: მოწინააღმდეგე ძალიან მუხანათი და ყველაფერზე წამსვლელია – ისე, როგორც გუშინ, საკომიტეტო მოსმენის დროს. ველოდით გუშინ იმას, რაც მოხდა? ალბათ, ყველა იტყვის, რომ არ ველოდითო. ძალიან ცუდია, რომ არ ველოდით! კიდევ ერთხელ: ამათგან ყველაფერს უნდა ელოდე; არც არანაირი მუხანათობა და პროვოკაცია გაგვიკვირდეს, ამიტომ სათანადოდ უნდა მოვემზადოთ, თავი დავაღწიოთ მუდმივ თავდაცვის რეჟიმში ყოფნას, საჭირო და შესაბამის დროს კი, აუცილებლად, შეტევაზეც უნდა გადავიდეთ!” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.