“ბაჩიაშვილზე, ამ კაცუნაზე დავწერ ორ სიტყვას. მისი ინტერვიუ ჰქონიათ “კოზირად” შემონახული უსამშობლოებს. ორი რამეა ნოდარას ანონსიდან ხაზგასასმელი – კაცი ამბობს, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანას 400 მილიონი მოჰპარაო. შე შობელძაღლო, ასეთი ინფორმაცია რომ გაქვს და საგულდაგულოდ ინახავ, სამართალდამცველებს არაფერს ეუბნები და არჩევნების წინა საღამოს ჰყვები, ნაძირალა და მატყუარა ხარ, – არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი. მეორე საკითხია, ღირებულებებისგან და მორალისგან დაცლილი რომ ხარ და ბიძინა ივანიშვილს ოჯახისა და სამშობლოს სიყვარულს რომ დაუწუნებ”, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე.

“მთავარი კი მაინც ის არის, როგორ აშკარად და ცალსახად ჩანს აგენტურის მუშაობის სპეციფიკა. ფაქტია, ეს ნაკაცარი გადაიბირეს, აწვალეს, ჯერ ივანიშვილი გააძარცვინეს და ახლა მის წინააღმდეგ შეთითხნილ ბრალდებებს ალაპარაკებენ. ასეთი მძიმეა აგენტის ხვედრი – რომ დაგავალებენ, ვინც ჩაგაცვა, იმას უნდა შეაგინო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ცუდად დაასრულებ… თუმცა ბაჩიაშვილი, სავარაუდოდ, მის წინააღმდეგ აღძრული საქმეების გამო, აუცილებლად მოხვდება იქ, სადაც კრიმინალები და ყაჩაღები ხვდებიან, მაგრამ არჩევნების წინა ღამეს რომ ტყუილებს ამბობ, თან ისე, რომ პასუხის გასაცემს არ უტოვებ ადამიანს, ამას არაკაცობა და ლაჩრობა ჰქვია”, – წერს დავით ჩიხელიძე “ფეისბუკის” გვერდზე.