„საქართველოს უკვე დაუფარავად აფრთხილებენ შესაძლო შეტაკებებისა და არეულობების შესახებ – იუწყება “Financial Times-ი”: „საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შეტაკებები და არეულობა თითქმის გარდაუვალია, რადგან ხელისუფლებაც და ოპოზიციაც გამარჯვების მოლოდინშია. მთავრობაშიც და ოპოზიციურ ალიანსშიც აცხადებენ, რომ ორივე გამარჯვების გზაზეა და შეტაკება, არჩევნების შედეგების გამო, გარდაუვალია”, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

„საინტერესოა, რომ აღნიშნული შინაარსი, ფაქტობრივად, იმეორებს შიდაამერიკულ ნარატივს, რომელიც არაერთგზის შეგვხვედრია: “დემოკრატები და რესპუბლიკელები ერთდროულად არიან დარწმუნებული საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ გამარჯვებაში; არ აპირებენ ოპონენტის სასარგებლოდ არჩევნების შედეგების აღიარებას და პოსტსაარჩევნო შეტაკებები და არეულობა ქვეყანაში თითქმის გარდაუვალია”.

ამ „ამერიკული” ტექსტის საქართველოზე ხელოვნური პროეცირება იმდენად შორსაა რეალობიდან, რამდენადაც შორსაა ჩვენს საზოგადოებაში პოლარიზების ხარისხი „ამერიკული პოლარიზებისაგან”. გარდა ამისა, ჩვენთან არ ცდილობენ კონკურენტების ფიზიკურ ლიკვიდაციას. თუმცა, გაფრთხილებისთვის, „Financial Times-ს“ კიდევ ერთი მადლობა.

გასაგები ხდება, ვინ არის დაინტერესებული არეულობის ორგანიზებაში და დამატებითი აღიარებითი ჩვენება ზედმეტი არ იქნება“, – წერს დავით ქართველიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.