“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

“ვინც რადიკალურ ოპოზიციას უჭერს მხარს, ჯერ კარგად უნდა დაფიქრდეს და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მოძალადე, დამნაშავე პერსონებისთვის ხმის მიცემა ისეთივე დანაშაულის მხარდაჭერა და მასში თანამონაწილეობაა, როგორც თავად უსამშობლო პოლიტიკოსების მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ღალატის აქტები.

ასე რომ, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” მხარდაჭერით, თუნდაც მხოლოდ ხმის მიცემით, ავტომატურად ვხდებით სააკაშვილ-გვარამია-ხაზარაძე-გახარიას ღალატის აქტის თანაზიარები!” – წერს ზურაბ ქადაგიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.