„ახლა სამართალდამცველები შესულები არიან ევროპელი პენსიონერების მძარცველების მთავარ ოფისებში, საიდანაც უნდა დაფინანსებულიყო რევოლუციური აქციები. მაქვს ეს დედაატირებული ინფორმაცია და ცოტა მეტი ყურადღება რომ მომაქციოთ, არ იქნება ცუდი…” – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი.

„ორი დღის წინ ვთქვი და ყურადღება არავინ გაამახვილა, მაგრამ დავწერე, რომ რადიკალური ოპოზიცია ემზადება რევოლუციური სცენარისთვის და აქციებისთვის. ამას სჭირდება უზარმაზარი ფინანსური რესურსი, რასაც უზრუნველყოფს „ნაცმოძრაობის“ ფინანსები, რომელიც ე.წ. კრიპტოვალუტის სახით შემოდის საქართველოში და შემდეგ ხდება მისი განაღდება რეალურ თანხებზე“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.