“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გლდანის VIII მ/რ-სა და ავჭალაში, წყალსადენის ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდა.

დელეგატმა შეხვედრაზე განიხილა განხორციელებული და სამომავლო პროექტები; ასევე, მუნიციპალურ საკითხებთან ერთად, განიხილეს ქვეყნის წინაშე არსებული პოლიტიკური გამოწვევები, ისაუბრეს 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე.

ვლადიმერ ბოჟაძემ მოისმინა მოქალაქეთა პრობლემები, რომელთა აღმოფხვრაშიც მოსახლეობას მხარდაჭერა აღუთქვა.