“ეს ხალხი, გვარამიასა და რადიკალური ოპოზიციის შეკრებაზე დამნაშავეებს ტაშს რომ უკრავს, თითოეული მათგანი იზიარებს და თანამონაწილეობს მათი კრიმინალი ლიდერების დანაშაულში”, – წერს სოციალურ ქსელში “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი.

“არავინ იფიქროს, რომ ეს ყველაფერი დაუსჯელი დარჩება. არავინ იფიქროს, რომ ხალხის მასაში გაძვრებიან და შერჩებათ კრიმინალებისთვის ხმის მიცემა. ყველას, სათითაოდ ყველას უნდა ახსოვდეს, რომ დამნაშავეებისთვის ხმის მიცემა დანაშაულია და უკლებლივ ყველა მათგანს მოუწევს სისხლის სამართლის კოდექსით პასუხისგება თანამონაწილეობის გამო.

ძალიან მალე, არჩევნების შემდეგ აუცილებლად ძალიან მალე დადგება ეს დღე და ყველა სახელებითა და გვარებით მოხვდება სამართლიან სამსჯავროზე!” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.