“ძალადობა არის ცუდი, განსაკუთრებით, როცა ამას პოლიტიკოსები სჩადიან”, – განაცხადა სენაკის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვახტანგ ნიკოლავამ მამუკა მდინარაძეზე ალეკო ელისაშვილის თავდასხმის შესახებ.

„რა თქმა უნდა, ეს ძალადობას წაახალისებს, – საზოგადოება გვიყურებს და იღებს მაგალითს. ნაწილში ამან გამოიწვია რაღაც რომანტიკულ გმირობად შეფასება, რაც, ჩემი აზრით, მცდარია”, – აღნიშნა ვახტანგ ნიკოლავამ.