„აუცილებლად გულისტკენით უნდა ითქვას, რომ ამერიკის, იმ სახელმწიფოს მაღალჩინოსანი, რომლის დამფუძნებელმა მამებმაც ამერიკის სახელმწიფო თავისუფლებისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე შექმნეს, რათა ხელისუფლების შტოები დამოუკიდებლები ყოფილიყვნენ, სხვა ქვეყანას, ამ შემთხვევაში, საქართველოს მიუთითებს, თუ რომელი მოსამართლე დაინიშნოს და რომელს დაუწესდეს სანქცია“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

„საზოგადოებას შეგვიძლია შევახსენოთ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებები, რომელთა მიხედვითაც, ბოლო ათი წლის განმავლობაში ქართული მართლმსაჯულება მოწინავე პოზიციებზეა. სტრასბურგის სასამართლოში ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებების გასაჩივრება შვიდჯერაა შემცირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული მართლმსაჯულების მიმართ ჩვენი საზოგადოების ნდობა იზრდება. გარდა ამისა, თუ შევადარებთ ამერიკის საზოგადოების ნდობას ამერიკის სასამართლოს მიმართ, კარგად გვახსოვს, რომ კვლევაში ნაჩვენები იყო, ამერიკის მართლმსაჯულებას, დაახლოებით, ხუთი ადამიანიდან ერთი რომ ენდობოდა.

აუცილებლად გულისტკენით უნდა ითქვას, რომ ამერიკის, იმ სახელმწიფოს მაღალჩინოსანი, რომლის დამფუძნებელმა მამებმაც ამერიკის სახელმწიფო თავისუფლებისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე შექმნეს, რათა ხელისუფლების შტოები დამოუკიდებლები ყოფილიყვნენ, სხვა ქვეყანას, ამ შემთხვევაში, საქართველოს მიუთითებს, თუ რომელი მოსამართლე დაინიშნოს და რომელს დაუწესდეს სანქცია.

სამწუხაროდ, ბოლო წლებში აბსოლუტურ უთანასწორობას ვხედავთ – პარტნიორულ ურთიერთობაზე საუბარი აღარც არის. ვხედავთ იმას, რომ აშშ-ის ზოგიერთი მაღალჩინოსნის განცხადებებში საქართველოს მიმართ ვასალური დამოკიდებულებაა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.