„მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული გამჭვირვალობის კანონი ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე ქართული, მიზანი ერთი აქვთ – საკუთარ ქვეყნებში უცხოური გავლენები გამჭვირვალე გახადონ“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე.

მისი თქმით, საფრანგეთის სენატმა, უცხოური გავლენების შესახებ კანონის მიღებით, სრულად გაამართლა მსგავსი კანონის მიღებისას საქართველოს ხელისუფლების ქმედება.

„საფრანგეთის სენატში კანონის განხილვისას რამდენიმე გამომსვლელმა გააკრიტიკა გადაწყვეტილება, რომ კანონი არ ეხება ევროკავშირის სახელმწიფოებს. მათი აზრით, კანონი უნდა შეხებოდა ყველას, რადგან, მათივე სიტყვებით, „არ არსებობს მეგობარი სახელმწიფო, არსებობს მხოლოდ ინტერესების გამტარებელი სახელმწიფო“, რაშიც სრულად ვეთანხმებით.

როდესაც ამას ჩვენ ვამბობთ, თავდასხმა მოდის იმავე საერთაშორისო აქტორებისგან, რომლებიც თავს ჩვენს „მეგობრად“ წარმოადგენენ. არადა, ეს კანონი სწორედ სახელმწიფოთა ინტერესებს წარმოაჩენს და ამიტომაც არის მისაღები ყველა ქვეყნისთვის.

გვაინტერესებს საფრანგეთის მოქალაქე სალომე ზურაბიშვილის პოზიცია – საფრანგეთმაც „რუსული კანონი“ მიიღო?

ახლა მაინც თუ ხვდება, რა კომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდა?“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.