ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე გენერალური პროკურორის – ირაკლი შოთაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა.

„აი, ეს არის სწორედ გათახსირება, გარყვნა, არაადამიანობა, უღმერთობა, უზნეობა!
სწორედ ასეთების შესახებ ამბობდა ილია: “გათახსირებულის კაცებისაგან ყველაფერია მოსალოდნელიო!” აგერ, ბატონებო, შედეგი! კაცმა განაცხადა, – მძიმედ ავად ვარო და, თანაც, იციან დანამდვილებით ამ ავაზაკებმა, რომ ბ-ნი ირაკლი შოთაძე ნამდვილად ავადაა და მაინც წერენ სიბინძურეს! თუმცა, აქვე შევახსენებ ამ უშუბლძარღვოებს ერთ ბრძნულ ქართულ გამონათქვამს: “მწიფეს ესროდნენ და მკვახე ცვიოდაო”! – წერს ედიშერ გვენეტაძე “ფეისბუკის” გვერდზე.