“ჩვენთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ დღესასწაულს – 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საზეიმო ღონისძიებით აღვნიშნავთ”, – განაცხადა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მერიაში გამართულ სხდომაზე.
„ძვირფასო თანამოქალაქეებო, მინდა გითხრათ, რომ ოზურგეთში ტრადიციულად, საზეიმო ღონისძიებით აღვნიშნავთ ჩვენთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ დღესასწაულს – 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ოზურგეთის მერიისა და სოფლის განვითარების სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება. მოწვეული მუსიკოსებისა და ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი, ღვინის გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაცია; კულინარიის კუთხე; საბავშვო ატრაქციები და გასართობი პროგრამა – ეს ყველაფერი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის 26 მაისს იგეგმება ოზურგეთში. გიწვევთ ყველას. ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!” – აღნიშნა ოზურგეთის მერმა.