„რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო მკაფიოდ უნდა ხედავდეს და გრძნობდეს ჩვენი მოსახლეობა, მათ შორის, არჩევანში ჩამოუყალიბებელი ნაწილი, რომ ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლით (თუ ეს, დავუშვათ, მოხდა) საქართველოში თუ რამეს მიადგება მყისიერი ზიანი, ეს არის 12 წლის განმავლობაში წვალებით შენარჩუნებული მშვიდობა და სტაბილურობა”, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

“ამჟამინდელი ოპოზიცია, პარტიებით და მათთან დაკავშირებული სუბიექტებით, არის გარედან მოსული დაკვეთების შემსრულებელი. ესაა მათი მთავარი პროდუქტი, რომელსაც კარგად ყიდიან ევროპასა თუ აშშ-ში და იმედი აქვთ, რომ ამ პროდუქტის მყიდველები ხელისუფლების ხელში ჩაგდებაში დაეხმარებიან“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე “ფეისბუკის” გვერდზე.