„სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამსხვრია “ნაცკონგლომერატისა” და ლობისტების ბოროტი მითი ავაზაკი სააკაშვილის ე.წ. პოლიტიკურ დევნაზე. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, – თქვა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ“, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

„ყოფილი პრეზიდენტის, მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სტრასბურგის სასამართლომ კანონიერად მიიჩნია და მომჩივნის პრეტენზიები არ დააკმაყოფილა.
სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებითაც დამტკიცდა, რომ ყავლგასული სიყალბეა „ნაცსექტის“ “მესიჯბოქსი”, თითქოს, ქართული მართლმსაჯულება “მიტაცებული” და “კლანურია”, – წერს გია აბაშიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.