ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო ერთ-ერთი ევროკომისრის მუქარა: „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.

„წარმოუდგენელი რეალობაა, რომ 21-ე საუკუნეში, ბრიუსელის ევროკრატებში ექსტრემიზმია ჩაბუდებული, რაც თავად აღიარა ევროკომისარმა ბორელმა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბრისას.

სლოვაკეთის მთავრობის მეთაურზე თავდასხმამ ევროპის საჯარო სივრცეში მკაფიოდ წარმოაჩინა, რომ მიუღებელი ძალადობრივი ქმედებები კონტინენტის გამაოგნებელ პოლიტიკურ დღის წესრიგად იქცა. სხვადასხვა მედიაპლატფორმიდან თუ სოცქსელიდან ისმის სამარცხვინო ფსევდოლიბერალების განცხადებები – “ფიცომ რაც დაიმსახურა, ის მიიღო”. თუმცა, ამ პათოსს ბრიუსელის ევროკრატიაშიც იზიარებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სწორი ნაბიჯი გადადგა და, პრევენციის მიზნით, ევროჩინოსნის ამ უკიდურესად ავაზაკური მუქარის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდა.

ცხადზე ცხადია, რომ საქართველოს დასამორჩილებლად, ვერაგი გლობალური ომის პარტია უკადრებელსაც იკადრებს ყოყმანის გარეშე, თუმცა მედგარ, ერთიან ქართველ ერს ეს ბინძური ძალა ვერაფერს დააკლებს“, – წერს აბაშიძე “ფეისბუკის” გვერდზე.