„ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“, – ეს სიტყვები ერთ-ერთ ევროკომისარს ეკუთვნის და მიმართულია საქართველოს პრემიერ-მინისტრისკენ”, – წერს “ფეისბუკის” გვერდზე ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.

“ეს ყოვლად წარმოუდგენელი მუქარა ისმის იმის გამო, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება არ დაემორჩილება დასავლეთის მოთხოვნებს, იყოს არა სუვერენული სახელმწიფო, არამედ მონური მენტალიტეტის მქონე მარიონეტი, ტერორისტული მეთოდების გამოყენებასაც არ მოერიდებიან… თუმცა, ამავე დროს, სლოვაკეთის პრემიერის მკვლელობის მცდელობის მაგალითის მოყვანა მუქარის სახით, მინიმუმ, ირიბი აღიარებაა, თუ რა სახის ძალები შეეცადნენ სლოვაკეთის პრემიერს მოკვლას.
ეს არის დასტური იმისა, რომ გლობალური ომის პარტია, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი სახელმწიფოს ლიდერის ლიკვიდაციაზე წამსვლელიცაა. ამ გამაოგნებელ ამბავს აქვს ერთი დადებითი მხარე – მტერმა ვერ მოითმინა და კიდევ ერთხელ წამოროშა, თუ რისი გამკეთებლები და რაზე წამსვლელები არიან. შესაბამისად, ჩვენ არა მარტო ყურადღებით უნდა ვიყოთ, არამედ, მაქსიმალურად პრინციპულები ქვეყნის სუვერენიტეტის, ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ლიდერებისა და საკუთარი ღირსების დასაცავად”, – წერს ექსპერტი.