ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრის დეტალებსა და მუქარაზე საუბრობს.

“ირაკლი კობახიძისადმი მუქარას არ იჯერებს ის, ვისაც სჯეროდა, რომ მიშას კლავდა პუტინი, თან, მიუხედავად იმისა, რომ მიშაზე ყველამ და ყველაფერმა თქვა, – სიმულანტიაო, ხოლო აქეთ ფიცოს მაგალითი გვაქვს ხელშესახები…” – წერს გური სულთანიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.