“ეტყობა, მოქმედმა ევროკომისარმა, რომელიც სატელეფონო საუბრისას დაემუქრა ირაკლი კობახიძეს, – “ხომ ნახეთ, ფიცოს რაც დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო,” არ იცის, რა ხალხთან აქვს საქმე. ქუდზე კაცი გამოვა პრემიერ-მინისტრის დასაცავად და აქაური გაყიდული, უსამშობლო აგენტურა ვერ გაასწრებს აქედან”, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა “ფეისბუკზე”.

“ასე იქნება ეს.
ისეთი რა ხდება ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომ უკვე პოლიტიკურ ტერორსაც არ ერიდება გლობალური ომის პარტია?! რას მალავენ ასე გულდასმით? ეს აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს.

არავის ეშინია მათი, – მიიღო ქვეყანამ გამოწვევა, წავა ბოლომდე და ამ მანქურთებისთვის ქვეყნის დათმობას არავინ აპირებს.
ირაკლი კი, ალბათ, მაინც ფრთხილად უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მის გვერდით ვართ”, – წერს ფოჩხუა.