ევროპარლამენტარი გერმანიიდან – ჰელმუტ შოლცი საქართველოს შესახებ ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნას სოციალურ ქსელ “X-ზე” ეხმაურება:

“საქართველოს შესახებ EUCO-ს (ევროპის საბჭოს) გადაწყვეტილება გახლავთ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რათა დამყარებულიყო ძლიერი და საიმედო პარტნიორობა.

საქართველოს სჭირდება მხარდაჭერა ეკონომიკური ურთიერთობების დივერსიფიკაციის, მშვიდობისა და დემოკრატიის გასამყარებლად. კარების ჩაკეტვა არ გახლავთ მათი მხრიდან გაწეულ ძალისხმევაზე სათანადო პასუხი”, – წერს ევროპარლამენტარი.